Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 30 » ბანანის ჩიზქეიქი შტოშით/bananis chizqeiqi shtoshit(kulinaria, receptebi)
9:39 PM
ბანანის ჩიზქეიქი შტოშით/bananis chizqeiqi shtoshit(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ჭიქა დაფხვნილი ორცხობილა
¾ ჭიქა, ორად გაყოფილი და კიდევ 2 სუფრის კოვზი შაქარი
½ ჩაის კოვზი დაფხვნილი დარიჩინი
1/3 ჭიქა გამდნარი მარგარინი
1 ქილა (400 გრ.) შტოშის სოუსი მთელი მარცვლებით
1–1/2 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
3 შეკვრა (თითო 200 გრ.) დარბილებული მდნარი ყველი (კრემ–ყველი)
2 ჩაის კოვზი ლიმონის კანი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
¼ ჩაის კოვზი მარილი
2 ძალიან მწიფე საშუალო ბანანი
¾ ჭიქა მსუბუქი არაჟანი
~ მომზადების წესი ~
1. ერთმანეთს შეურიეთ ორცხობილა, ¼ ჭიქა შაქარი, დარიჩინი და მარგარინი. გააბრტყელეთ მოსახსნელძირიან საცხობ ფორმაში ისე, რომ მასა კიდეებზე ¾ – მდე ამოვიდეს. აცხვეთ 180°C– ზე 10 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიფერება ყავისფრად. გააგრილეთ.
 2. აურიეთ შტოშის სოუსი და სიმინდის სახამებელი ჯამში, შედგით ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ ადუღდება და გასქელდება. გადაინახეთ ½ ჭიქა მოსართავად. გადადგით.
 3. ათქვიფეთ კრემ–ყველი, ½ ჭიქა შაქარი, ლიმონის კანი და წვენი, ვანილი და მარილი. გააკეთეთ ბანანის ხილფაფა (1 ჭიქა) და შეურიეთ ყველის ნარევში. ჩაასხით 2 ჭიქა ყველის ნარევი გაგრილებულ გამომცხვარ ქერქში. კოვზით მოალაგეთ თავზე შტოში. დაფარეთ დარჩენილი ყველის ნაზავით.
4. აცხვეთ 45 წუთით. გამოდგით ღუმელიდან, აურიეთ არაჟანი და დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი და გაანაწილეთ მის ზედაპირზე. მოასხით გადანახული შტოშის ტოპინგი ცენტრში ისე, რომ მისცეთ წრიული ფორმა. ფრთხილად აურიეთ წრიულად შტოში და არაჟანი. შედგით უკანვე ღუმელში 15 წუთით, გლაზურის გამყარებამდე. გააგრილეთ.
 5. ნამცხვარი დანით კიდეებს ნელ–ნელა მოაშორეთ. გააგრილეთ 6 საათით ან მთელი ღამით. დაჭრამდე საცხობი ფორმის ძირი მოაცალეთ. სურვილისამებრ მორთეთ პიტნით

კატეგორია: დესერტები | ნანახია: 921 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, დესერტები, receptebi, desertebi, ტკბილეული, tkbileuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.