Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 17 » ბოსტნეულის ტოლმა/bostneuli8s tolma(kulinaria,receptebi)
8:41 PM
ბოსტნეულის ტოლმა/bostneuli8s tolma(kulinaria,receptebi)

 ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 500 გრ
წითელი ბულგარული წიწაკა 500 გრ
ბრინჯი 200 გრ
ხახვი 2 ცალი
სტაფილო 2-3 ცალი
დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული 500 გრ
მწვანე წიწაკა 1 ცალი
მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) თითო-თითო კონა მარილი გემოვნებით
1. გამოვუღოთ ბადრიჯანს გული, თუ ძალიან გრძელი ბადრიჯნები გვაქვს გავჭრათ შუაზე. გულები დავჭრათ პატარა კუბიკებად.
 2. გამოვასუფთაოთ ბულგარული წიწაკები.(რაც უფრო მეტი ფერის წიწაკას აარჩევთ, მით უფრო ლამაზი გამოგივათ კერძი.)
 3. ბრინჯი წამოვადუღოთ მარილიან წყალში და კარგად გავწუროთ თუშფალანგზე.
 4. დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა და მოვთუშოთ ზეთში ბადრიჯნის გულებთან ერთად. ჩავაყაროთ მსხვილ სახეხზე დახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და 5 წუთი დავტოვოთ. ჩავასხათ გახეხილი პომიდვრის სოუსი, ჩავაყაროთ მწვანილები, მარილი, მწვანე წიწაკა და კვლავ წამოვადუღოთ. ჩავაყაროთ გამზადებული ბრინჯი და გავაჩეროთ შეგრილებამდე
 5. მომზადებული სატენით ამოვავსოთ ბადრიჯანი და ბულგარული. ჩავაწყოთ ქვაბში მჭიდროდ, თავზე მოვასხათ დარჩენილი სატენი, დავახუროთ ქვაბს და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. წვენს დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1405 | დაამატა: balu | ტეგები: samarxvo kerzi, samarxvo tolma, receptebi, სამარხვო ბულგარული წიწაკა, სამარხ კერძი, გურმანი, კელინარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.