Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » ბრაუნის ნამცხვრები - შოკოლადის მოყვარულთათვის / namcxvrebi (კულინარია, რეცეპტები)
11:27 PM
ბრაუნის ნამცხვრები - შოკოლადის მოყვარულთათვის / namcxvrebi (კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:
ნამცხვრისათვის:
½ ჭიქა დარბილებული კარაქი
½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
¼ ჭიქა შაქარი
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 კვერცხი
1 ¼ ჭიქა ფქვილი
½ ჩაის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი სოდა
1 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები
შოკოლადიანი ფენისთის: 1 ჭიქა შაქარი
½ ჭიქა დარბილებული კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 კვერცხი
1/3 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
½ ჭიქა ფქვილი
¼ ჭიქა გამაფხვიერებელი
1/8 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი:
 

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 175 °C-ზე. წაუსვით ცხიმი 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს. 2. თქვიფეთ დარბილებული კარაქი, ყავისფერი შაქარი, მეოთხედი ჭიქა თეთრი შაქარი და ნახევარი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი დიდ თასში, კრემის მსგავსი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ერთი კვერცხი და თქვიფეთ, სანამ ჰაეროვანი არ გახდება. 3. აურიეთ ერთი და კიდევ მეოთხედი ჭიქა ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და სოდა თასში. მიღებული ფქვილის ნარევი თანდათანობით შეურიეთ კარაქის ნაზავს, სანამ ცომი კარგად არ მოიზილება. შეურიეთ შოკოლადის ნატეხები ცომს. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ მომზადებულ საცხობ ლანგარზე. 4. აურიეთ თასში ერთი ჭიქა შაქარი, გამდნარი კარაქი და ერთი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი. დაუმატეთ ორი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. შეურიეთ კაკაო კარაქის ნარევში და თქვიფეთ კარგად შერევამდე. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი, გამაფხვიერებელი და ერთი მერვედი ჩაის კოვზი მარილი კაკაოს ნარევს, კარგად ათქვიფეთ. მოასხით შოკოლადის ცომი ნამცხვრის ცომს თანაბრად. 5. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20–25 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. დაჭრამდე მთლიანად გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1147 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, რეცეპტები, ნაცმხვრების გაკეთება, ნამცხვრების მომზადება, namcxvrebi, ნამცხვრების რეცეპტები, შოკოლადის მოყვარულთათვის, ბრაუნის ნამცხვრები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.