Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » ჭარხლის ფხალი/charxlis fxali(kulinaria receptebi)- სამარხვო სალათი
12:53 PM
ჭარხლის ფხალი/charxlis fxali(kulinaria receptebi)- სამარხვო სალათი

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი წითელი ჭარხალი
200 გრამი ნიგოზი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი დაღერღილი წითელი წიწაკა
6 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
3 კბილი ნიორი
10 გრამი ახალი ქინძი
10 გრამი ახალი ოხრახუში
მარილი
~ მომზადების წესი ~
1. დადგით ჭარხალი მოსახარშად. ამასობაში კი ერთად დანაყეთ ნიგოზი და ნიორი. შემდეგ მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.
2. გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.
3. წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში. ჩაასხით ძმარიც და ხელით შეურიეთ ერთმანეთს ეს ყველაფერი(შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კოვზიც).
4. შედგით მაცივარში გასაცივებლად და მირთმევამდე გააფორმეთ ხახვით, მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1294 | დაამატა: balu | ტეგები: Kulinaria, samarxvo fxali, receptebi, samarxvo kerzebi, სამარხვო კერძი, ჭარხლის ფხალი, charxlis fxali | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.