Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დამარინადებული ბოსტნეული/damarinadebuli bostneuli(kulinaria,receptebi)
9:35 PM
დამარინადებული ბოსტნეული/damarinadebuli bostneuli(kulinaria,receptebi)

საჭირო მასალა:
30 გ ქიშმიში,
1 ს.კ. ქინძის თესლი,
1 ს.კ. კამის თესლი,
12 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი,
50 გ შავი ზეთისხილი,
1 ს.კ. პილპილის მარცვლები
, 4 კბილი ნიორი,
4 ცალი დაფნის ფოთოლი,
250 მლ ზეითუნის ზეთი,
250 გ ახალი სტაფილო,
მწიკვი ზაფრანა,
250 გ ყვავილოვანი კომბოსტო,
მარილი, შაქარი – გემოვნებით
. მომზადება:
ქიშმიში მდუღარე წყალში დავალბოთ. ქინძისა და კამის თესლი ტაფაზე მოვხალოთ. ქიშმიში გადავწუროთ. ქინძისა და კამის თესლს დავასხათ ძმარი და ზეთი, დავაყაროთ მარილი, ქიშმიში, ზაფრანა და ადუღებამდე მივიყვანოთ. სტაფილო გავასუფთავოთ, მოვაჭრათ მწვანე ნაწილი და მდუღარე მარილიან წყალში 3-4 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ პატარა ყვავილედებად, ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და ვხარშოთ 4-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ბოსტნეულს დავასხათ მარინადი და 3-4 საათი გავაჩეროთ. ასე მომზადებული ბოსტნეული მაცივარში შეგვიძლია 4-5 დღის განმავლობაში შევინახოთ.

კატეგორია: მჟავე / მარინადები | ნანახია: 959 | დაამატა: balu | ტეგები: მჟავეები, მარინადები, Kulinaria, რეცეპტები, marinadebi, დამარინადებული ბოსტნეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.