Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 30 » ვასილოპიტა – ბერძნული ტრადიციული საახალწლო ნამცხვარი /vasilopita(kulinaria,receptebi)
9:28 PM
ვასილოპიტა – ბერძნული ტრადიციული საახალწლო ნამცხვარი /vasilopita(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ჭიქა კარაქი
2 ჭიქა თეთრი შაქარი
3 ჭიქა ფქვილი
6 კვერცხი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1 ჭიქა თბილი რძე
 ½ ჩაის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი ახალი ლიმონის წვენი
¼ ჭიქა კანგაცლილი და დაჭრილი ნუში
2 სუფრის კოვზი შაქარი
 ~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 1750C–ზე. წაუსვით ბლომად ცხიმი 25 სმ. ზომის მრგვალ ნამცხვრის ტაფას.
 2. საშუალო ზომის თასში კარგად შეურიეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გაღიავდება. შეურიეთ ფქვილი და იქამდე თქვიფეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. რიგ–რიგობით დაამატეთ კვერცხები და თითოეულის დამატებისას კარგად შეათქვიფეთ.  რძეში შეურიეთ გამაფხვიერებელი, დაამატეთ კვერცხის ნარევს და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ლიმონის წვენში შეურიეთ სოდა და დაამატეთ ცომს. ჩაასხით მიღებული მასა საცხობ ფორმაში.
3. აცხვეთ 20 წუთით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გამოდგით და მოაყარეთ ნუში და შაქარი, შემდეგ შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ დამატებით 20–30 წუთით იმ მდგომარეობამდე, როცა ნამცხვარი თითის დაჭერის შემდეგ კვლავ პირვანდელ ფორმას იბრუნებს
. 4. ნამცხვარში ფრთხილად გააკეთეთ მცირე ზომის ნახვრეტი და მოათავსეთ მასში ხურდა ფული. შემდეგ ეცადეთ, ნახვრეტი შაქრით დაფაროთ. სანამ თეფშზე გადმოიღებთ, გააგირილეთ ნამცხვარი 10 წუთით რკინის ცხაურზე
. 5. საახალწლო სუფრაზე ნამცხვარი თბილი მიიტანეთ. ოჯახის თითოეულს წევრს ერგება თითო ნაჭერი. პირველი ნაჭერი – ყველაზე ახალგაზრდას და ა.შ. ის, ვის ნაჭერშიც მონეტა აღმოჩნდება, იღბლიანი წელი ექნება!

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1015 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, დესერტები, ნამცხვრები, Kulinaria, რეცეპტები, namcxvrebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.