Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 30 » გოზინაყი/gozinayi(kulinaria,receptebi)
9:46 PM
გოზინაყი/gozinayi(kulinaria,receptebi)

 მასალა:
1 კგ. ნიგოზი
700 გრ. თაფლი
60 გრ. შაქარი
 1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით უმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.
2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.
 3) მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და ჩაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. ხუთი წუთის შემდეგ მთელი მასა გადმოიღეთ ფიცარზე, სწრაფად გააბრტყელეთ დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე, კარგად გაასწორეთ და ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი სასურველ ფორმებად დაჭერით დიდი მჭრელი დანით
. 4) თეფშს დააფარეთ “კალკის” ქაღალდი და დააწყვეთ გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად. შეინახეთ გრილ ადგილას. ტკბილ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

კატეგორია: ტკბილეული | ნანახია: 928 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, დესერტები, desertebi, tkbileuli, receptebi, ტკბილეული, გოზინაყი, gozinayi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.