Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » ისპანახის ფხალი/ispanaxis fxali(kulinaria,receptebi)
2:49 PM
ისპანახის ფხალი/ispanaxis fxali(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1.5 კილოგრამი ისპანახი
250-300 გრამი ნიგოზი
5 კბილი ნიორი
6-8 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
1 სრული სუფრის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა
1 სრული ჩაის კოვზი დაფქული ყვითელი ყვავილი
1 სრული ჩაის კოვზი დაფქული უცხო სუნელი
2 თავი თეთრი ხახვი
50 გრამი ქორფა ქინძი
50 გრამი ქორფა ოხრახუში
ბროწეულის მარცვლები მოსართავად
მარილი 1 სუფრის კოვზი+გემოვნების მიხედვით
~ მომზადების წესი ~
1
. მოაჭერით ისპანახს უხეში ძირები და კარგად გარეცხეთ. წყლით ნახევრამდე გაავსეთ დიდი ქვაბი, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაყარეთ ისპანახი. დაპრესეთ ხის კოვზის გამოყენებით. ხარშეთ ფოთლები 5 წუთის განმავლობაში
2. მოხარშული ისპანახი გადაწურეთ და აცალეთ გაცივება საწურში. შემდეგ ხელებში დააგორგოლავეთ და მოუჭირეთ, წყლის მაქსიმალურად გამოსადენად.
3. ნიორი და ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩაუმატეთ წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და ძმარი. შეურიეთ ხელით.
4. თხლად დაჭერით ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას. შეურიეთ ხელით.
5. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მომზადებული ისპანახიც და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, შეურიეთ ხელით და დატოვეთ 2 საათით.
6. გააკეთეთ ბურთულები ისპანახის ფხალისგან, მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ფხალეული | ნანახია: 1430 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, ისპანახის ფხალი, Kulinaria, როგორ მოვამზადოთ ისპანახის ფხალი, ispanaxis fxali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.