Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » კარტოფილი ბერძნულად/kartofili berznuladf(კულინარია,რეცეპტები)
2:29 PM
კარტოფილი ბერძნულად/kartofili berznuladf(კულინარია,რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:
8 ცალი დიდი ზომის, გათლილი და მოზრდილ ნაჭრებად (თითო 6-7 ნაჭრად) დაჭრილი კარტოფილი
4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი (რაც მეტი მით უკეთესი, ნაკლები-არა)
½ ფინჯანი ზეითუნის ზეთი
1 ფინჯანი წყალი
1 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო/თავშავა
1 ცალი ლიმონის წვენი
ზღვის მარილი დაფქვილი შავი წიწაკა
~ მომზადების წესი ~
1
. გააცხელეთ ღუმელი 215˚C-მდე.
 2. შესაბამისი ზომის ტაფას მოაცხეთ ცხიმი და მოათავსეთ მასზე ყველა ინგრედიენტი. უხვად მოაყარეთ ზღვის მარილი და შავი წიწაკა. თქვენი სუფთა ხელებით, ეს ყველაფერი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. ნიორი წყლისა და ზეთის ხსნარს შეერევა, მაგრამ მისი არომატი კარტოფილში შეაღწევს და ამ გზით ის არ დაიწვება.
3. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.
4. როდესაც კარტოფილის ნაჭრებს მოყავისფრო-ოქროსფერი ქერქი გაუჩნდება, გადაატრიალეთ და კვლავ ცოტა ზღვის მარილი, შავი წიწაკა და ოდნავ მშრალი თავშავაც მსუბუქად მოაფრქვიეთ. თუ შეამჩნევთ, რომ ტაფა გაშრა, დაამატეთ ½ ფინჯანი წყალი, მოურიეთ კერძს და ისევ შედგით ღუმელში, რომ კარტოფილის ყველა მხარე თანაბრად შეყავისფრდეს. ამას, დაახლოებით, მორიგი 40 წუთი დასჭირდება. არ შეგეშინდეთ კარტოფილის ზედმეტად მოშუშვის, ასედაც ძალიან გემრიელი იქნება!
შენიშვნა: ბევრი ხშირად წყალში ადნობს ბულიონის კუბიკს. თუ თქვენც ასე მოიქცევით, არ დაგავიწყდეთ მარილის რაოდენობის შემცირება.

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1096 | დაამატა: balu | ტეგები: კარტოფილი ბერზნულად, ბერძნულად შემწვარი კარტოფილი, Kulinaria, receptebi, berznulad shemwvari kartofili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.