Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » ხაჭოს ღვეზელები ვაშლის გულსართით/sawos gvezeli vashlis gulsartit(kulinaria,receptebi)
12:46 PM
ხაჭოს ღვეზელები ვაშლის გულსართით/sawos gvezeli vashlis gulsartit(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
ცომი
200 გრ. ხაჭო (9%)
1 ცალი კვერცხი
85 გრ. დარბილებული ნაღების კარაქი
1 ს/კ შაქარი
¼ ჩ/კ მარილი
ნახევარი ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
150 გრ. ფქვილი
 გულსართი
2 ცალი მოზრდილი ვაშლი
ნახევარი ჭიქა ქიშმიში (სურვილისამებრ)
1 ს/კ ნაღების კარაქი
2 ს/კ შაქარი (თუკი ვაშლი მჟავეა შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ)
ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით
-~ მომზადების წესი ~
1
. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, კარაქი; დაუმატეთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი და ისევ აურიეთ (თუკი ხაჭო ძალიან სქელია, თავიდან მისი ცხრილში გატარება მოგიწევთ). დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი, თუ საჭიროა გაზარდეთ ფქვილის რაოდენობაც. გადააფარეთ ცომს სუფთა ტილო და გადადგით.
 2. გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მცირე ზომის ქვაბში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ვაშლი, მოთუშეთ, სანამ მთელ წვენს არ შეიშრობს და ვაშლი კარგად არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ ვანილი (ან დარიჩინი), აურიეთ და მიღებული გულსართი გადადგით გასაგრილებლად.
 3. გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე, გამოსაცხობ ლანგარზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი
. 4. დაყავით ცომი 10 ნაწილად, გამოიყვანეთ ღვეზელები ვაშლის გულსართით, დააწყვეთ გამოსაცხობ ლანგარზე და ზემოდან მოაცხეთ კვერცხი. 5. აცხვეთ, სანამ ღვეზელების ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 915 | დაამატა: balu | ტეგები: ხაჭოს ღვეზელი, Kulinaria, receptebi, ცომეული, xawos gvezelebi, როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ღვეზელები, gvezelebi, ღვეზელები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.