Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კლასიკური ნამცხვარი ვიქტორია/klasikuri namsxvari viqtoria(kulinaria,receptobi)
12:24 PM
კლასიკური ნამცხვარი ვიქტორია/klasikuri namsxvari viqtoria(kulinaria,receptobi)

რეცეპტის ინგრედიენტები
: ბისკვიტი
:
200 გრ. შაქარი
200 გრ. დარბილებული კარაქი
4 ათქვეფილი კვერცხი
200 გრ. საფუარიანი ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
2 სუფრის კოვზი რძე
 შიგთავსი:
100 გრ. დარბილებული კარაქი
140 გრ. შაქრის პუდრა
ერთი წვეთი ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
340 გრამიანი ქილა მაღალი ხარისხის მარწყვის, ან სასურველი ხილის ჯემი
შაქრის პუდრა მოსართავად
 ~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. წაუსვით კარაქი ორ 20 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ლანგარს და დააფინეთ უკრობი პერგამენტი (კალკა). დიდ თასში ერთად თქვიფეთ ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი გლუვი და რბილი ცომის მიღებამდე
2. გაყავით ნარევი და დაასხით ორივე ლანგარზე, ზედაპირი კოვზით მოასწორეთ, შემდეგ აცხვეთ დაახლოებით 20 წუთით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე (თითით რომ დააწვებით, პირვანდელ ფორმას უნდა იბრუნდებდეს). გადმოაბრუნეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ. 3. გულის გასაკეთებლად, თქვიფეთ კარაქი, სანამ კრემს არ დაემსგავსება, შემდეგ თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრა, ასევე სურვილისამებრ ვანილის ექსტრაქტიც. წაუსვით კარაქის კრემი ზემოდან ერთ ფენას, შემდეგ გადაუსვით ზემოდან ჯემი და დაადეთ სენდვიჩის მეორე ფენა. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი “ვიქტორია” შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მიირთვით 2 დღის განმავლობაში. 

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1049 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, ნამცხვრები, Kulinaria, nancxvari viqtoria, namcxvris receptebi, ნამცხვარი ვიქტორია, namcxvrebi | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.