Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 30 » კუჭმაჭი/kuchmschi(kulinaria, receptebi)
10:00 PM
კუჭმაჭი/kuchmschi(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ღორის გულ-ღვიძლი
200 გრამი ღორის ქონი ან კარაქი
4 თავი ხახვი
6 კბილი ნიორი
200 მილილიტრი წყალი
2 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
4 დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
40 გრამი ახალი მწვანე ქინძი
1 ცალი ბროწეული მარილი გემოვნებით
 ~ მომზადების წესი ~
1. კარგად გარეცხეთ ღორის გულ-ღვიძლი და დაჭერით პატარა კუბებად. მოათავსეთ ტაფაზე, საუკეთესო არომატისთვის 2 ცალ დაფნის ფოთოლთან და 2 კბილ ნიორთან ერთად. ჩაუმატეთ 200 მილილიტრი წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი არ დაშრება. თან დროგამოშვებით ურიეთ.
 2. თხლად დაჭერით ხახვი და კარაქთან ან ღორის ქონთან ერთად ჩაუმატეთ ტაფას. ისევ თავდახურული დატოვეთ დაბალ ცეცხლზე და თან დროგამოშვებით ურიეთ
 3. დანაყეთ დარჩენილი 4 კბილი ნიორი და ჩაუმატეთ, როცა ხორცი უკვე დარბილებული იქნება. ასევე ჩაუმატეთ ხმელი ქონდარი, დარჩენილი 2 დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, შავი წიწაკა და მარილი. მოურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
 4. ამასობაში თხლად დაჭერით მწვანე ქინძი და მოაყარეთ მომზადებულ კუჭმაჭს. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით! გასაფორმებლად შეგიძლიათ ნიგვზის ლებნების გამოყენებაც

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 932 | დაამატა: balu | ტეგები: მზარეული, კულინარია, xorciani kerzebi, რეცეპტები, Kulinaria, receptebi, კუჭმაჭი, ხორციანი კერძები, xorceuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.