Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » ლობიოს ღვეზელი/lobios gvezeli(kulinaria,receptebi)
1:06 PM
ლობიოს ღვეზელი/lobios gvezeli(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ლობიო
4 ცალი დაფნის ფოთოლი
4 თავი ხახვი
5 სუფრის კოვზი ზეთი შესაწვავად
120 გრამი კარაქი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
80 გრამი ოხრახუში
1 ჩაის კოვზი ქონდარი
მარილი გემოვნებით

ცომისთვის:
1 კილოგრამი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
25 გრამი საფუარი
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
მწიკვი შაქარი
350 მილილიტრი თბილი წყალი

~ მომზადების წესი ~
1. ჩაყარეთ ლობიო ქვაბში და დაფარეთ ცივი წყლით. გააჩერეთ ასე 2 საათით. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, ჩაასხით ახალი 2 ლიტრი წყალი და ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები. დადგით საშუალო ცეცხლზე
. 2. სანამ ლობიო იხარშება, მოამზადეთ ცომი: ჩაყარეთ ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ საფუარი, მარილი და ცოტაოდენი შაქარი. ფრთხილად, ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი წყალი. ხელით მოზილეთ ცომი და დაამრგვალეთ. შეფუთეთ ცელოფნით და დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით
. 3. როცა ლობიო დარბილდება და მოიხარშება, გადაინახეთ 1 ჭიქა ნახარში წყალი, ხოლო დანარჩენი გადაღვარეთ.
 4. დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ
. 5. მოათავსეთ მოხარშული ლობიო და 100 გრამი კარაქი თასში ხმელ ქინძთან, შავ წიწაკასთან და მარილთან ერთად. დანაყეთ პიურეს მსგავსი მასის მიღებამდე. თხლად დაჭერით ოხრახუში და ჩაუმატეთ ლობიოს ქონდართან და მოხრაკულ ხახვთან ერთად. შეურიეთ ერთმანეთს და ჩაუმატეთ გადანახული ნახარში, თუ სქელი მასა გამოგივათ.
 6. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და ცომი მასზე მოზილეთ. დაასვენეთ 10 წუთით. შემდეგ დაყავით შვიდ ნაწილად და დაამრგვალეთ თითოეული. გააბრტყელეთ ოვალისებურ ფორმებად და გადაანაწილეთ მათზე ლობიოს შიგთავსი. ამოკეცეთ ცომი გვერდებიდან და შეუკარით პირი. გადაატრიალეთ მეორე მხარეს და ფრთხილად გააბრტყელეთ(ხელებით) 5 მილიმეტრის სიმაღლემდე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით 5-6 ადგილას სიგრძეზე და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში
. 7. გამომცხვარ ღვეზელებს დარჩენილი 20 გრამი კარაქი გადაუსვით და სანამ ცხელია გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 1763 | დაამატა: balu | ტეგები: gvezeli, lobiani, kulinaeia, როგორ მოვამზადოთ ლობიანი, samzareulo, ცომეული, receptebi, ღვეზელი, ლობიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.