Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » მხალეულის ნაკრები ნიგვზით/mxaleulis nakrebi nigvzit(kulinaria,receptebi)
12:06 PM
მხალეულის ნაკრები ნიგვზით/mxaleulis nakrebi nigvzit(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1,5 კგ. სხვადასხვა მინდვრის მხალი – ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ნაცარქათამა ან ნებისმიერი სხვა
200 გრ.ნიგოზი
2 ს.კ. ბროწეულის მარცვლები
3 კბილი ნიორი
100 გრ. მწვანე ხახვი
50 გრ. ოხრახუში
50 გრ. ახალი ქინძი
50 გრ. კამა
მარილი, ძმარი და წითელი წიწაკა გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. მხალეული გაარჩიეთ და გარეცხეთ ცივ წყალში. შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ(ოღონდ ძლიერად არა), დაკეპეთ და შესაფერის ჭურჭელში მოათავსეთ.
2. წმინდად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და ახალი ქინძი, გახსენით ძმარში.,დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა და კარგად აურიეთ მხალში
 3. გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი და ბროწეული
ასეთი წესით მომზადებული მხალი მშრალი არ უნდა იყოს

კატეგორია: ფხალეული | ნანახია: 1938 | დაამატა: balu | ტეგები: ფხალი, mindvris fxali, Kulinaria, samarxvo fxali, receptebi, სამარხვო კერძი, მინდვრის ფხალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.