Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » მსხლის ნამცხვარი/msxlis namcxvari(kulinaria,receptebi)
12:32 PM
მსხლის ნამცხვარი/msxlis namcxvari(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
50 გრ. გამდნარი კარაქი და კიდევ ცოტაოდენი საცხობი ფორმისთვის
500 გრ. მწიფე, გათლილი, თესლგამოცლილი და დაჭრილი მსხალი
1 ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი ლიქიორი (სურვილისამებრ)
75 გრ. ფქვილი
1 სავსე ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
75 გრ. შაქარი
2 ათქვეფილი კვერცხი
2 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი თავზე მოსასმელად
შაქრის პუდრა თავზე მოსაყრელად
კრემ–ფრეში/ნაღები სუფრაზე მირთმევისას (სურვილისამებრ)
 ~ მომზადების წესი ~
 1.
გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე
დააფინეთ პერგაამენტი (კალკა) 20 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმაზე (მოსახსნელძირიან) და წაუსვით კარაქი
. 2. წინასწარ გამზადებული მსხალი ჩააწყვეთ თასში ლიმონის წვენთან და ლიქიორთან ერთად, რათა ფერი არ დაკარგოს. ჩაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი სხვა თასში, დაამატეთ მწიკვი მარილი და შაქარი. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი და გამდნარი კარაქი. ბოლოს შეურიეთ მსხალი თავისი წვენით.
 3. მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში, ან მანამ, სანამ ჩარჭობილ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. 4. გამომცხვარი მსხლის ნამცხვარი გადადგით რკინის ცხაურზე და გააცივეთ ფორმაშივე, ფრთხილად მოაცალეთ პერგამენტი
 5. გლაზურის გასაკეთებლად გაალღვეთ გარგარის ჯემი ერთ სუფრის კოვზ წყალთან ერთად და გაატარეთ საცერში კოშტების მოსაშორებლად. შემდეგ გადაუსვით ნამცხვარს, მოაფრქვიეთ პუდრა და მიირთვით თბილი კრემ ფრეშთან ერთად, რომელიც ამ ნამცხვარს ძალიან უხდება

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 843 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, მსხლის ნამცხვარი, ნროგორ მოვამზადოთ მსხლის ნამცხვარი, ხილის ნამცხვრები, ნამცხვრები, Kulinaria, namcxvrebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.