Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 13 » ორაგული ნეკერჩხლის სიროფში/oraguli nekerchxlis sirofshi(kulinaria,receptebi)
5:24 PM
ორაგული ნეკერჩხლის სიროფში/oraguli nekerchxlis sirofshi(kulinaria,receptebi)

ორაგული ნეკერჩხლის სიროფში
რეცეპტის ინგრედიენტები:
¼ ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი
¼ ჩაის კოვზი მარილი
1/8 ჩაის კოვზი დაფქვილი შავი წიწაკა
1 ფილე ორაგული

~ მომზადების წესი ~

-. პატარა ფიალაში აურიეთ ნეკერჩხლის სიროფი, სოიოს სოუსი, ნიორი, მარილი და წიწაკა.
-. მოათავსეთ ორაგული მინის საცხობ ჭურჭელში და დაფარეთ ნეკერჩხლის სიროფის ნარევით. დაახურეთ ჭურჭელს და ასე გააჩერეთ ორაგული მაცივარში 20-30 წუთით (არ გადააჭარბოთ!), შუა პერიოდში ამოაბრუნეთ ერთხელ
-. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200˚C-მდე
-. მოათავსეთ ჭურჭელი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ ორაგული 20 წუთით თავდაუფარებლად, ან სანამ ჩანგლით ადვილად დასაშლელი არ გახდება. ცხობის მეორე ვარიანტია, რომ ღუმელი 230˚C-მდე გააცხელოთ და აცხოთ ორაგული 4-6 წუთით ორივე მხრიდან. მხედველობაშია მისაღები ფილეს სისქე
-. ასევე უხდება ჯინჯერი (იგივე კოჭა/იმბირი/ჯანჯაფილი

კატეგორია: თევზეული | ნანახია: 856 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, oraguli, ორაგულის მომზადება, ორაგული, Kulinaria, თევზეული, tevzeuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.