Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პუდინგი (რეცეპტი) / shokoladis pudingi
11:31 PM
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პუდინგი (რეცეპტი) / shokoladis pudingi

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პუდინგი (რეცეპტი) / shokoladis pudingi

შოკოლადი რომ ყველას უყვარს, ეს ცნობილია. მისგან კი ასეთი გემრიელობის გაკეთება მარტივად, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. იხილეთ შოკოლადის პუდინგის რეცეპტი.

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ½ ჭიქა უცხიმო რძე
1/3 ჭიქა შაქარი
3 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
¼ ჩაის კოვზი მარილი
2 დიდი კვერცხის გული
2 ჩაის კოვზი კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
150 გრამი ნახევრადტკბილი დაჭრილი შოკოლადი

მომზადების წესი: 

1. მოათავსეთ 2 ჭიქა რძე საშუალო ზომის, სქელძირიან ქვაბში და მიიყვანეთ დუღილამდე. 2. კარგად აურიეთ შაქარი, ფქვილი და მარილი დიდ თასში, ხელის სათქვეფით. 3. კარგად აურიეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა რძე და კვერცხის გულები, ხელის სათქვეფით. ჩაუმატეთ თასში მშრალ ნარევს და კარგად შეურიეთ. 3. ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი რძის ნახევარი, თან მუდმივად ურიეთ სათქვეფით. 4. რძის ნარევი დააბრუნეთ უკანვე ტაფაზე. აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ ასე 1 წუთით, ან გასქელებამდე, ურიეთ მუდმივად. გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ კარაქი, ვანილის ექსტრაქტი და შოკოლადი და ურიეთ გადნობამდე. 5. პუდინგი თასში კოვზით გადმოიღეთ. შემოდგით თასი 15 წუთით ყინულით სავსე თასზე, ან მანამდე, სანამ არ გაგრილდება, დროდადრო ურიეთ. პუდინგის ზედაპირი დაფარეთ ცელოფნის სახვევით და გააცივეთ.
კატეგორია: დესერტები | ნანახია: 1483 | დაამატა: balu | ტეგები: რეცეპტი, შოკოლადის მუსი, როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მუსი, შოკოლადის პუდინგი, მუსის მომზადება, პუდინგის მომზადება, მუსის რეცეპტი, პუდინგის რეცეპტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.