Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 30 » საახალწლო ორცხობილები (კულინარია) / saaxalwlo orcxobilebi (kulinaria)
10:16 PM
საახალწლო ორცხობილები (კულინარია) / saaxalwlo orcxobilebi (kulinaria)
საახალწლო ორცხობილები (კულინარია, რეცეპტები)

კიდევ ერთი საახალწლო რეცეპტი – გერმანულ საახალწლო ორცხობილებს საახალწლოდ მთელ მსოფლიოში ამზადებენ. მოამზადეთ და შეხვდით ახალ წელს გემრიელად!

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი შაქარი
½ ჭიქა თბილი წყალი
1 შეკვრა (7 გრ.) მშრალი აქტიური საფუარი
2 ჭიქა ქიშმიში
3 კვერცხი
1 ჭიქა თბილი რძე
½ ჩაის კოვზი მარილი
3 ჭიქა ფქვილი, ან მეტი საჭიროებისამებრ
100 მლ. მცენარეული ზეთი შესაწვავად
2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, მოსაპნევად
 ~ მომზადების წესი ~
1. დიდ თასში, თბილ წყალში გახსენით შაქარი და მოაყარეთ საფუარი. აცადეთ საფუარს გააქტიურება დაახლოებით 10 წუთი, სანამ არ გაიკეთებს კრემივით ფენას წყლის თავზე.
2. ქიშმიში წყალში გაავლეთ და მსუბუქად შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შეურიეთ ქიშმიში საფუარის ნარევს. შეათქვიფეთ კვერცხი, თბილი რძე და მარილი საფუარის ნარევს. შემდეგ კარგად შეურიეთ ფქვილი გლუვი მასის მიღებამდე. თუ ცომი იქნება ძალიან წებოვანი, დაუმატეთ ¼ ჭიქით მეტი ფქვილი. დააფარეთ ცომს და მოათავსეთ თბილ ადილას, რომ ამოვიდეს, დაახლოებით 1 საათით.
 3. გააცხელეთ მცენარეული ზეთი 190°C-ზე დიდ ღრმა ტაფაზე. სუფრის კოვზით ამოიღეთ ცომი და ჩადეთ ცხელ ზეთში, ერთ ჯერზე რამდენიმე ცალი. წვით მსუბუქად გადაბრაწვამდე. დააფინეთ ხელსახოცები, ზემოდან დაადეთ რკინის ცხაური და ნამცხვრები მასზე დააწდეთ. მოაპნიეთ შაქრის პუდრა.

კატეგორია: ტკბილეული | ნანახია: 1513 | დაამატა: balu | ტეგები: saaxalwlo orcxobilebi kulinari, საახალწლო ორცხობილები კულინარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.