Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი/saqonlis xorcisa da wiwiburas wvniani(kulinaria,receptebi)
1:25 PM
საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი/saqonlis xorcisa da wiwiburas wvniani(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
400 გრამი უძვლო, პატარა კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი
2 ცალი ხმელი დაფნის ფოთოლი
5-7 შავი წიწაკის მარცვალი
1 ს/კ კარაქი ან ზეთი
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 ღერო წვრილად დაჭრილი ნიახური
3 კბილი გატარებული ნიორი
1-3 ღერო ქონდარი
3 ცალი გათლილი და წვრილად დაჭრილი კარტოფილი
10 ჭიქა ქათმის ბულიონი
ნახევარ ჭიქაზე ნაკლები თეთრი ღვინო (სურვილისამებრ*)
1 ჭიქა წიწიბურა
2 ს/კ ახლად წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოსართავად
~ მომზადების წესი ~
1. მოათავსეთ მცირე ნაჭრებად დაჭრილი საქონლის ხორცი ქვაბში და დასხით წყალი, საკმარისი იმისთვის, რომ ხორცი დაიფაროს, დაამატეთ დაფნის ფოთლები, მარილი და წიწაკის მარცვლები. მოთუშეთ ხორცი თავდახურული 1 საათის ან საათ ნახევრის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
2. გაადნეთ დიდ ქვაბში კარაქი ან გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი, სტაფილო, ნიახური, ქონდარი და ნიორი, დაამატეთ მარილი, წიწაკა და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
 3. შემდეგ დაამატეთ კარტოფილი, ქათმის ბულიონი და წიწიბურა (სურვილისამებრ დაამატეთ თეთრი ღვინოც*), მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. განაგრძეთ წვნიანის მომზადება კიდევ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი და წიწიბურა ბოლომდე არ მოიხარშება. ამოიღეთ დაფნის ფოთლები
. 4. როდესაც საქონლის ხორცი კარგად დარბილდება, გადაწურეთ წვენი წმინდა საწურით ან მარლის ნაჭერით, ამოიღეთ დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები, ჩადეთ საქონლის ხორცი მომზადებულ წვნიანში, მოსართავად თავზე მოაყარეთ ახალი ოხრახუში და თქვენი წვნიანიც მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 1261 | დაამატა: balu | ტეგები: ხორცის კერძი, Kulinaria, ხორცის წვნიანი, samzareulo, xorcis wvniani, receptebi, xorciani supi wiwiburit | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.