Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 15 » სამარხო ტორტი ჭიქებში/ samarxvo torti wiqashi,tortikebi,(kulinaria, receptebi)
12:41 PM
სამარხო ტორტი ჭიქებში/ samarxvo torti wiqashi,tortikebi,(kulinaria, receptebi)

ინგრედიენტები:
ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1,5 ჭიქა
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 300 გრ
ნიგოზი, თხილი ან ნუში 200 გრ
თეთრი ქიშმიში 100 გრ
ალუბალი 500 გრ
ვანილი 2 ცალი
კონიაკი 2 სკ
 1. მოვამზადოთ კრემი:
1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი, 1 ვანილი და 1/4 ჩკ მარილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ 1 ლ ადუღებული წყალი, თან ვურიოთ, რომ არ გაიკეთოს კოლტები. შემოვდგათ ცეცხლზე, მორევა არ შევაჩეროთ და ავდუღოთ. არ გადმოვდგათ ცეცხლიდან კიდევ 3-4 წუთი, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გადაკრავს.
 2. მიქსერით კარგად ამოვიყვანოთ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, ჩავასხათ 2 სკ კონიაკი და შევურიოთ გაგრილებულ, წინასწარ მომზადებულ ფაფას და დავუმატოთ ვანილი. გახსოვდეთ, რომ კრემი იმდენ ხანს უნდა ვთქვიფოდ მიქსერით, სანამ ძალიან ფაფუკი არ გახდება
. 3. დავფხვნათ სამარხვო " პეჩენიები" , მოხალული თხილი ან ნიგოზი.
 4. გავრეცხოთ ქიშმიში, ცოტა ხანი დავტოვოთ წყალში. გადავუწუროთ წყალი და კარგად შევამშრალოთ.
 5. გამოვაცალოთ ალუბალს კურკა (შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სეზონური ხილი) დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ, სანამ შაქარი არ გადნება და ალუბალი წვენს არ შეიყენებს.
 6. ტორტის მომზადებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი მთლიანი ჭურჭელი ან ცალ-ცალკე ჭიქები. სასურველი ჭურჭლის ძირზე 3- 4 სანტიმეტრის სიმაღლეზე ჩავასხათ კრემი, შემდეგ მოვაყაროთ დაფხვნილი " პეჩენია", თხილი, ქიშმიში და მოვასხათ ალუბლის მასა. გავიმეოროთ ეს ყველაფერი იგივე თანმიმდევრობით, სანამ ინგრედიენტები არ გაგვითავდება. ზემოდან მოვრთოთ ცოცხალი ხილით. შევდგათ მაცივარში და კარგად გავაციოთ. გემრიელად მიირთვით !

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1098 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, Kulinaria, სამარხვო ტკბილეული/samarxvo tortike, samarxvo tkbileuloba, samarxvo desertebi, სამარხვო ტორტიკები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.