Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » ნოემბერი » 27 » სამარხვო საცივი / samarxvo sacivi (კულინარია)
9:14 PM
სამარხვო საცივი / samarxvo sacivi (კულინარია)

რეცეპტის ინგრედიენტები:
3 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
3 თავი ხახვი
300 გრამი ნიგოზი
6 კბილი ნიორი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1ჩაის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა
1 სუფრის კოვზი ძმარი 4სუფრის კოვზი ზეთი ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ მარილი გემოვნებისამებრ

~ მომზადების წესი ~
1. მოაცალეთ წიწაკებს თესლი, გაჭერით შუაზე და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხელ რგოლებად. მოასხით ზეთი საცხობ ლანგარს, გაანაწილეთ მასზე წიწაკისა და ხახვის ნაჭრები, შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.
2. ამასობაში, ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.
3. გადაიტანეთ შემწვარი ხახვი და წიწაკა ტაფაზე, მოასხით ნიგვზიანი მასა, დადგით გაზზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მირთმევამდე რამდენიმე საათით გააცივეთ.

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1154 | დაამატა: balu | ტეგები: Kulinaria, სამარზვო კერძები, samarxvo sacivi, სამარხვო საცივი, საცივის მომზადება, როგორ მოვამზადოთ საცივი, sacivis momzadeba, sacivis receftebi | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.