Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 17 » სასარგებლო ნამცხვარი შაქრის, ფქვილის, ცხიმის და გამოცხობის გარეშე/namcxvari gamocxobis gareshe(kulinaria, receptebi)
9:17 PM
სასარგებლო ნამცხვარი შაქრის, ფქვილის, ცხიმის და გამოცხობის გარეშე/namcxvari gamocxobis gareshe(kulinaria, receptebi)

ინგრედიენტები:
ნიგოზი 100 გ
ნუში 100 გ
კაკაო 50 გ
ქოქოსის ფანტელი 100 გ
ფინიკის ჩირი 350-400 გ
თაფლი 1 ს.კ
შოკოლადი 50 გ
მწიკვი მარილი
 ნიგოზი და ნუში გადაიტანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. შემდეგ დაამატეთ კაკაო და ქოქოსის ფანტელი. დააქუცმაცეთ კიდევ ერთხელ. კარგად რომ შეერევა დაამატეთ უკურკო ფინიკის ჩირი, თაფლი და კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად აურიეთ ბლენდერის საშუალებით. თუ ბლენდერი მძლავრი არ არის, პატარ-პატარა ულუფები დააქუცმაცეთ, რომ არ დააზიანოთ. საშუალო ფორმას (20x20სმ) დააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ მიღებული წებოვანი ცომი. დატკეპნეთ და შედგით მაცივარში 1 საათი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და მოასხით გამდნარი შოკოლადი. ზემოდან მოაყარეთ მსხვილი მარილის კრისტალები. ნამცხვარს შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ფორმა ან დაამატოთ სხვა რომელიმე ჩირი.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1605 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, დესერტი, ნამცხვარი ცხობის გარეშე, shokoladis deserti, receptebi, შოკოლადი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.