Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » სასარგებლო რჩევები/ჯანსაღი პროდუქტი(ჯანსაღი საკვები)
9:48 PM
სასარგებლო რჩევები/ჯანსაღი პროდუქტი(ჯანსაღი საკვები)

ჯანსაღი გული
ოდესმე თუ გსმენიათ, იტალიურ რესტორანში კაცს ინფარქტი დამართოდეს, ყოველ შემთხევევაში, დანახარჯის წარდგენამდე. ალბათ, არა. ეს შეიძლება არც იყოს შემთხვევითი, რადგან ბევრი პროდუქტი, რომელიც იტალიურ სამზარეულოში გამოიყენება, ძალზე სასარგებლოა გულისთვის. 1. ტომატის საწებელა თითქმის ყველა იტალიური კერძის თანმხლები. მართალია, ტანწერწეტობას ვერ შეძენთ, მაგრამ გულის მუშაობას უსათუოდ გაგიუმჯობესებთ. ეს ანტიოქსიდანტ ლიკოპენის წყალობით ხდება.ამ საწებლის მოყვარულთათვის გულიას შეტევის რისკი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დანარჩენებისთვის
 

2. ზეითუნის ზეთი უჯერი ცხიმებით მდიდარ ზეითუნის ზეთს თავისი წვლილი შეაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაში. ამ მხრივ იგი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მარგარინი ან კარაქი, რომლებშიც ჭარბადა ცხიმოვანი მჟავეები

3. ნიორი იქნებ ნივრის ჭამას სურნელის გამო ერიდებით? ძალიანაც ცდებით! გამორიცხული არ არის, რომ ნიორმა პირველი ადგილი დაკავოს საასრგებლო პროდუქტების სიაში. ზოგიერთი ანტიოქსიდანტი, რომლებითაც ხახვისნაირთა ჯგუფია მდიდარი, სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს, მაღალ წნევასა და თრომბოზს ებრძვის. უმჯობესია ნიორი ნედლად მიირთვათ, მაგრამ თუ მზა კერძში დამატებას ამჯობინებთ, მაშინ ეს ცეცხლის ჩაქრობამდე ერთი წუთით ადრე გააკეთეთ.
 

კარგი განწყობა
ლამაზად მორთული გემრიელი კრემიანი ტორტი გუნებას ნამდვილად გამოგიკეთებთ, ოღონდ... სასწორზე შედგომამდე. სამაგიეროდ არსებობს პროდუქტები, რომლებიც თავიანთი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ყოველდღე კარგ გუნებაზე გამყოფებთ, ამასთან ზედმეტი კალორიების შიშიც არ გექნებათ.
 

4. ისპანახი რა თქმა უნდა, ეს არც “დედიკოს კატლეტია” და არც “ჩიტის რძე”, მაგრამ, სულ ერთია, მაინც მოგიწევთ მისი ჭამა. რატომ? კარგ გუნებაზე რომ დადგეთ. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ უარს არ იტყვით ისპანახის გემრიელ გუფთაზე. ერთი ულუფა მთელ კვრას იკმარებს.

5. რძე ძალიან გიჭირთ შფოთიანი სამუშაო დღის შემდეგ დაძინება? ერთი ფინჯანი ცხელი რძე საუკეთესო საძილე საშუალებაა, რაც მთავარია, უვნებელიც. დილით ისე მხნედ გაიღვიძებთ, რომ წინა დღის დაღლილობის კვალსაც ვეღარ იგრძნობთ.
6. ნუში დიეტოლოგები დარწმუნებული არიან, სელენი, რომელიც უხვადაა კაკალში, განწყობას აუმჯობესებს. საკმარისია საუზმეზე ნუშის რამდენიმე გული მიირთვათ, მთელი დღე სახეგაბადრული იქნებით.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 817 | დაამატა: balu | ტეგები: ეს საინტერესოა, ეს უნდა იცოდეთ, სასრგებლო რჩევები, sasargeblo rchevebi, es sainteresoa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.