Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » შემწვარი ბრინჯი ჩინურად / shemwvari brinchi chinurad, salatebi (კულინარია,რეცეპტები)
11:00 AM
შემწვარი ბრინჯი ჩინურად / shemwvari brinchi chinurad, salatebi (კულინარია,რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები: 
2 ათქვეფილი კვერცხი 
¼ ჩაის კოვზი მარილი 
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 
4 წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი 
1 წვრილად დაჭრილი სტაფილო
 ½ ჭიქა გაყინული ბარდა 
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 
4 ჭიქა წინასწარ მომზადებული და უკვე გაცივებული ბრინჯი 
1 ქათმის ბულიონის კუბიკი 
2 სუფრის კოვზი წყალი 
¼ სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი 
3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი 
2 ჩაის კოვზი ქუნჯუთის ზეთი 

~ მომზადების წესი ~
1. დადგით მოზრდილი ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეწვით კვერცხი სწრაფი მეთოდით და დააქუცმაცეთ. ამოიღეთ ტაფიდან და დროებით გადადეთ. 2. დაასხით ტაფაზე კიდევ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ბარდა. თუშეთ და თან ურიეთ 2 წუთის განმავლობაში. 3. გაალღვეთ ბულიონის კუბიკი 2 სუფრის კოვზ წყალში. დაასხით ტაფაზე და დაამატეთ ცივი ბრინჯი, ნივრის ფხვნილი, სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი. მსუბუქად მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს, და გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ. ბრინჯი მომზადებისას აუცილებლად ცივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წებოვანი იქნება. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: სალათები | ნანახია: 867 | დაამატა: balu | ტეგები: უგემრიელესი სალათები, კულინარია, შემწვარი ბრინჯი ჩინურად, ბრინჯის, რეცეპტები, სალათების გაფორმება, salatebi, shemwvari brinchi chinurad, სალათების მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.