Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » შემწვარი თევზი კარტოფილ ფრისთან ერთად/shemwvazi tevzi kartofiltan ertad(კულინარია,რეცეპტები)
2:39 PM
შემწვარი თევზი კარტოფილ ფრისთან ერთად/shemwvazi tevzi kartofiltan ertad(კულინარია,რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ცალი კარტოფილი
სიმინდის ან არაქისის ზეთი
450 გრ ვირთევზას ან სხვა რომელიმე მჭლე თევზის ფილე
2/3(ორი მესამედი) ჭიქა ფქვილი
ნახევარი ჩ/კ მარილი
ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა
1 ს/კ ძმარი
2/3(ორი მესამედი) ჭიქა წყალი
~ მომზადების წესი ~
1. დაჭერით კარტოფილი სიგრძეზე, 1სმ სისქით.
2. გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაზე (რაოდენობით საკმარისი იმისათვის რომ კარტოფილი დაიფაროს). გაავსეთ სპეციალური რკინის კალათა ნახევარი პორცია კარტოფილით და ჩაუშვით მდუღარე ზეთში. თუკი სპეციალური კალათა არა გაქვთ შეგიძლიათ კარტოფილი პირდაპირ ჩაყაროთ და შემდეგ როცა შეიწვება, ქაფქირით ამოიღოთ. შეწვით კარტოფილი 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ამოიღეთ და დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ შეიშროს ზედმეტი ცხიმი. შემწვარი კარტოფილი დაყარეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე პროცედურები დარჩენილ კარტოფილზე.
3. დაჭერით თევზის ფილე ფართე ნაჭრებად. ფქვილი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. საჭმელ სოდას დაასხით ძმარი, შეურიეთ, დაამატეთ წყალი და მიღებული მასა დაასხით ფქვილს, ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამოავლეთ თევზის ნაჭრები მიღებულ მასაში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან 3 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ-ყავისფრად არ შეიფერება. გადმოიღეთ და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ დაიწრიტოს.
4. დააწყვეთ თევზის ნაჭრები შემწვარი კარტოფილის თეფშზე და გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: თევზეული | ნანახია: 771 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, shemwvari tevzi, შემწვარი თევზი კარტოფილთან ერთად, თევზი კარტოფილთან ერთად, Kulinaria, tevzi, შემწვარი თევზი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.