Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 12 » სრულყოფილად გამომცხვარი კარტოფილი/gamomcxvari kartofili(კულინარია,რეცეპტები)
12:41 PM
სრულყოფილად გამომცხვარი კარტოფილი/gamomcxvari kartofili(კულინარია,რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:
6 ცალი კარტოფილი (საშუალო ზომის)
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
5 კბილი ნიორი
5 ცალი დაფნის ფოთოლი
3 ღერო როზმარინი (სასურველია ქორფა)
მწვანილი
1 ს/კ ძმარი (საუკეთესოა ღვინის)
~ მომზადების წესი ~
1. ახალი კარტოფილის შემთხვევაში საკმარისია კარგად გარეცხოთ, ძველი კი აუცილებლად უნდა გათალოთ კიდეც. დაასხით წყალი და მოხარშეთ მაღალ ცეცხლზე (ადუღებიდან 7-8 წთ). შემდეგ გადაუწურეთ წყალი, ხელსახოცით შეამშრალეთ კარტოფილი და გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი.
2. საცხობი ლანგარი დაფარეთ ფოლგით და მოასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი (სურვილის შესაბამიად შეიძლება მცენარეული ზეთი). კარგად ამოავლეთ მასში კარტოფილი და დაალაგეთ ისინი ერთრიგად. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი.
3. ამასობაში მოამზადეთ არომატული სანელებლების საკმაზი: აიღეთ გამხმარი ან ნედლი როზმარინი, რეჰანი და სხვა მწვანილები თქვენი სურვილის მიხედვით. მოასხით 1 ს/კ ძმარი და დარჩენილი 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. აურიეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ნივრის კბილები (ნიორს ქერქს არ ვაცლით).
4. 30 წუთის გასვლის შემდეგ გამოიღეთ კარტოფილი და საჭყლეტით ოდნავ დააწექით თითოეულს. შემდეგ მოასხით მომზადებული სანელებლების საკმაზი და ისევ შედგით ღუმელში 20-25 წუთი. 5. ღუმელიდან გამოიღებთ კარტოფილს მშვენიერი არომატითა და ოქროსფერი კანით. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 938 | დაამატა: balu | ტეგები: kulinariuli receptebi, გამომცხვარი კარტოფილი. არომატული კა, gomelshi gamomcxvari kartofili, gamomcxvari kartofili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.