Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 17 » წითელი ლობიო ტომატით/witeli lobio tomatit(kulinaria,receptebi)
7:20 PM
წითელი ლობიო ტომატით/witeli lobio tomatit(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კგ. წითელი ლობიო
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
დაფქვილი წითელი წიწაკა დაფქვილი ქონდარი
2-3 დაფნის ფოთოლი ცოცხალი ქინძი, ნიახური, ოხრახუში და კამა (კამა უმჯობესია ცოცხალი) 1-2 ღერი პრასი მარილი
 ~ მომზადების წესი ~
1. ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. პირველი წყალი გადავღვაროთ. დავასხათ ახალი და დავაცადოთ მოხარშვა.
 2. როდესაც ლობიო მოიხარშება, კარგად ამოვლესოთ (ამოვზილოთ) თავისსავე წყალში. თუ გვინდა, რომ სქელი გამოვიდეს, ცოტა წყალი გადავუღვაროთ. თუ არა მაშინ დავტოვოთ ისე, როგორც არის
3. ზეთიან ტაფაში კარგად მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ ტომატ პასტა. ამოვურიოთ და ვუქნათ ლობიოს.
 4. დავამატოთ ლობიოს დაფქული წიწაკა და ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავაჭრათ ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა და პრასი. 5 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე.
5. შემდეგ დავამატოთ მარილი და ჩვენი გემრიელი ლობიოც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1577 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, lobio, receptebi, ლობიოს კერძი, samarxvo kerzebi, სამარხვო კერძები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.