ინგრედიენტები:
ბროკოლი 400 გ
ნიგოზი 1 ჭიქა
მწვანე ხახვი 1-2 კონა
ძმარი ან ლიმონის წვენი 2-3 ს/კ
ნიორი 2 კბილი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბროკოლი მარილწყალში, იქვე დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ გადაწურეთ ბროკოლი და გადაავლეთ კომბოსტოს ცივი წყალი. როცა კომბოსტო საწურზე მთლიანად დაიწურება, გაატარეთ (ან დააბლენდერეთ), შემდეგ გაატარეთ ნიგოზი. გატარებული ნიგოზი და კომბოსტო აურიეთ ერთმანეთში, დააჭერით ხახვი (თუ მწვანე ხახვი არ გაქვთ, ჩვეულებრივი გამოიყენეთ), ნიორი, დაუმატეთ მარილი, ცოტა წიწაკა და 1 ან 2 ს/კ ძმარი ან ლიმონის წვენი. სუნელები სურვილისამებრ დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ფხალი მზად არის.
|