ინგრედიენტები:
ჭარხლის ფოთლები 500 გ
ჭარხალი საშუალო ზომის 1 ცალი
დიდი ხახვი 2 თავი
ნიორი 3-4 კბილი
გატარებული ნიგოზი 1 ჭიქა
ქინძი 1 კონა ოხრახუში 1 კონა
სუნელები გემოვნებით მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ჭარხალი და გავაცივოთ. მდუღარე წყალში მოვწალოთ ჭარხლის ფოთლები. ნიგოზი, ხახვი, ნიორი და მწვანილები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ასევე ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ჭარხალი თავის ფოთლებიანად, შევაზავოთ მარილით და სუნელებით.მიირთვით გემრიელად
|