რეცეპტის ინგრედიენტები:
საქონლისა და ღორის ფარში (შერეული)
1 ცალი კვერცხი
3 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
ქინძი, ოხრახუში წყალში დამბალი პური მარილი, წიწაკა, პილპილი
ფქვილი ამოსავლებად
~ მომზადების წესი ~
1. საქონლისა და ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გავატაროთ ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ქინძი, ოხრახუში და წყალში დამბალი პური. სტაფილო შეგიძლიათ გახეხოთ.
2. ამ ყველაფერს დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ხელით კარგად ავზილოთ.
3. შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში, მივცეთ კატლეტის ფორმა და ორივე მხრიდან შევწვათ ცხელ ტაფაზე ზეთში
|