რეცეპტის ინგრედიენტები:
1,5 კგ. სხვადასხვა მინდვრის მხალი – ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ნაცარქათამა ან ნებისმიერი სხვა
200 გრ.ნიგოზი
2 ს.კ. ბროწეულის მარცვლები
3 კბილი ნიორი
100 გრ. მწვანე ხახვი
50 გრ. ოხრახუში
50 გრ. ახალი ქინძი
50 გრ. კამა
მარილი, ძმარი და წითელი წიწაკა გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. მხალეული გაარჩიეთ და გარეცხეთ ცივ წყალში. შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ(ოღონდ ძლიერად არა), დაკეპეთ და შესაფერის ჭურჭელში მოათავსეთ.
2. წმინდად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და ახალი ქინძი, გახსენით ძმარში.,დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა და კარგად აურიეთ მხალში
3. გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი და ბროწეული
ასეთი წესით მომზადებული მხალი მშრალი არ უნდა იყოს
|