საჭირო მასალა:
350 გ მწვანე ზეთისხილი,
1 ცალი პატარა ცხარე წითელი წიწაკა,
1 თავი წითელი ხახვი,
200 გ კამის ძირი
0,5 კონა ბაზილიკი ან შაშკვლავი,
1 ცალი ფორთოხალი,
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი,
პილპილი – გემოვნებით.მწ
მომზადება:
წიწაკა სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და წვრილად დავჭრათ. ხახვი ძალიან თხლად, ალყა-ალყა დავჭრათ, კამის ძირი წვრილად დავჭრათ. შაშკვლავი ან ბაზილიკი წვრილად დავჭრათ და ზეთისხილს დავუმატოთ. ფორთოხალი შუაზე გავჭრათ და გავწუროთ. 3 ს.კ. ფორთოხლის წვენი და ზეითუნის ზეთი დავასხათ ზეთისხილს, მოვაყაროთ პილპილი, კამა, წიწაკა, ხახვი და 24-36 საათით მაცივარში შევინახოთ.
|