ინგრედიენტები:
სტაფილო 250 გრ
ყაბაყი 250 გრ
მანის ბურღული 75 გრ
ბოსტნეულის ნახარში 250 მლ
ხახვი 1 თავი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
1. წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში. მზად რომ იქნება ჩავასხათ ბოსტნეულის ნახარში და მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ მანის ბურღული, თან შეუჩერებლად ვურიოთ. ბურღული რომ მოიხარშება და გასქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
2. მსხვილ სახეხზე დავხეხოთ სტაფილო და ყაბაყი. შევურიოთ წინასწარ მომზადებულ მანის ბურღულს. ვუყოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. კარგად ავურიოთ, სველი ხელით მივცეთ კოტლეტების ფორმა და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე 5 წუთი, შემდეგ კი ღუმელში სანამ არ შეიწვება
მიირთვით გემრიელად
|