ინგრედიენტები:
წყალი 250 მლ
თაფლი 2 სკ
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი 1.5 ჭიქა
ვანილი მარილი
125მლ მცენარეული ზეთი
1. 250 მლ წყალი და 2სკ თაფლი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ჩავასხათ 125 მლ მცენარეული ზეთი და კარგად ავთქვიფოთ. ვუყოთ 1ჩკ სოდა ძმრით, ცოტა მარილი, ვანილი და 1,5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. (სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა)
2. მომზადებული ცომი გავანაწილოთ ერთ მთლიან ან პატარა კექსის ფორმებში
. 3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსსზე და გამოვაცხოთ 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით !
|