ინგრედიენტები:
1კილოგრამი ლობიო
4 თავი ხახვი
100 გრამი ზეთი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
2 კილოგრამი ფქვილი
1 ჩაის კოვზი საფუარი
50 გრამი ზეთი
მარილი და პილპილი გემოვბნებით ცოტაოდენი შაქარი სამარხვო მარგარინი
პირველი ეტაპი:
კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო. მოხარშვის შემდეგ გადაღვარეთ წყალი, ჩაასხით ახალი წყალი და კვლავ მოხარშეთ. ამასობაში ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლიც. მეორედ მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ ლობიო და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გემოვნებით შეკაზმეთ პილპილ-მარილით. ჩაუმატეთ ლობიოს და კარგად მოურიეთ
. მეორე ეტაპი:
ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 50 გრამი ზეთი, საფუარი, მარილი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და ზილეთ მანამ ხელზე აღარ მოგეკრობათ. შემდეგ შეფუთეთ ცომი და გადადგით 1-2 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ 7-8 გუნდა და ცოტახნით დაასვენეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ხელით, თითოეულზე თანაბრად გადაანაწილეთ ლობიოს შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრამდე
. მესამე ეტაპი: გამოაცხვეთ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში. გამოცხობის შემდეგ მოაცხეთ სამარხვო მარგარინი და მიირთვით გემრიელად!
|