ინგრედიენტები:
ზეთი 4 ს.კ
მდოგვი 2 ს.კ ან გემოვნებით
ლიმონის წვენი 2 ს.კ
წყალი 1.5 ჭიქა
ფქვილი 1/2 ჭიქა
მარილი
ფქვილი გახსენით წყალში, ისე რომ კოშტები არ დარჩეს. გამუდმებული მორევით წამოადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. შემდეგ გააციეთ. ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი და მარილი. შემდეგ თქვეფის შეუჩერებლად, კოვზით ამატეთ ფქვილის ნარევი. საბოლოოდ მიიღებთ გემრიელ, ნატურალურ სამარხვო მაიონეზს. რაც უფრო სქელი მაიონეზი გსურთ, მით მეტხანს უნდა მოხარშოთ ფქვილი.
|