რეცეპტის ინგრედიენტები:
3 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
3 თავი ხახვი
300 გრამი ნიგოზი
6 კბილი ნიორი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1ჩაის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა
1 სუფრის კოვზი ძმარი 4სუფრის კოვზი ზეთი ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ მარილი გემოვნებისამებრ
~ მომზადების წესი ~
1. მოაცალეთ წიწაკებს თესლი, გაჭერით შუაზე და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხელ რგოლებად. მოასხით ზეთი საცხობ ლანგარს, გაანაწილეთ მასზე წიწაკისა და ხახვის ნაჭრები, შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.
2. ამასობაში, ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.
3. გადაიტანეთ შემწვარი ხახვი და წიწაკა ტაფაზე, მოასხით ნიგვზიანი მასა, დადგით გაზზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მირთმევამდე რამდენიმე საათით გააცივეთ.
|