ინგრედიენტები:
მოხარშული ლობიო 700 გ
დიდი ხახვი 1-2 თავი
ნიორი 2-3 კბილი
პომიდორი 2-3 ცალი
ზეთი მოსაშუშად
ქინძი 1 კონა ხმელი ქონდარი მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად და მოვშუშოთ ტაფაზე, ზეთში.
დავუმატოთ ნიორი და ლობიოს მარცვლები (წვენის გარეშე).
3-4 წუთი ვშუშოთ და ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი
. თუ სქელი კერძი არ გვინდა, მაშინ ცოტა ლობიოს ნახარში დავუმატოთ.
დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 10-15 წუთი, რომ პამიდორი კარგად ჩაიშუშოს.
შევაზავოთ მარილით, პილპილით, ქინძითა და ქონდრით.
|