რეცეპტის ინგრედიენტები: 200 გრ. წიწიბურა 200 გრ. ბრინჯი 3 თავი ხახვი ცოტაოდენი ქინძი და ოხრახუში წიწაკა მარილი, პილპილი ფქვილი ამოსავლებად ~ მომზადების წესი ~ 1. წიწიბურა და ბრინჯი მოვხარშოთ, შემდეგ კი გავატაროთ მანქანაში. ასევე გავატაროთ ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებულ მასას დავამატოთ წიწაკა, მარილი და პილპილი გემოვნებით . 2. მივცეთ კატლეტის ფორმები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე