Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » ბადრიჯნის ნავები /badrijnis navebi (kulinaria, receptebi )
1:12 PM
ბადრიჯნის ნავები /badrijnis navebi (kulinaria, receptebi )

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ცალი საშუალო (15 სმ. სიგრძის) ბადრიჯანი
½ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
225 გრ. კანგაცლილი  ძეხვი
1 დაჭრილი პატარა ხახვი
2 დაკეპილი ნივრის კბილი
2 ჭიქა მარინარას სოუსი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
1 ჭიქა დაქუცმაცებული ყველი მოცარელა
¼ ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
რეჰანი მოსართავად
 ~ მომზადების წესი ~
1. ამოიღეთ ბადრიჯანის გული მთლიანად, ისე რომ კიდეების სისქე დაახლოებით 1 სმ. იყოს. ამოღებული შიგთავსი დაჭერით და გადაინახეთ.
2. მოაცხეთ ბადრიჯნის ნავებს შიგნიდან ზეთი და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°C-ზე, გახსნილი მხრით ზევით, დაახლოებით 10–15 წუთით, სანამ არ დარბილდება, შემდეგ გადადგით.
3. ამასობაში დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოთუშეთ ძეხვი და ხახვი, თან პროცესში ძეხვები გახლიჩეთ და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთით, ძეხვის მომზადებამდე.
4. დაამატეთ ნიორი და თუშეთ დაახლოებით ერთი წუთით, სასიამოვნო არომატის ამოშვებამდე
5. დაუმატეთ გადანახული დაჭრილი ბადრიჯანი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5–8 წუთით
. 6. დაუმატეთ ერთი ჭიქა მარინარას სოუსი და გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით, თუშეთ დაახლოებით 3–5 წუთით, სანამ ქურიდან გადმოიღებთ.
7. საცხობი ფორმის ძირზე დაასხით დარჩენილი მარინარას სოუსი, მოათავსეთ ბადრიჯნის ნავები და კიდეებამდე ამოავსეთ მიღებული ნარევით, თავზე მოაყარეთ ყველი და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°C-ზე, სანამ ყველი არ დადნება და სოუსი დუღილს არ დაიწყებს, დაახლოებით 10–15 წუთით. მირთმევამდე მორთეთ ახალი რეჰანით

კატეგორია: ფხალეული | ნანახია: 1227 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, სხვადასხვა, receptebi, badrijnis kerzebi, ბადრიჯნის კერძები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.