Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 15 » ბოსტნეულის სალათა კრევეტებით/bostneulis salata krevetebiy(kulinaria,receptebi)
6:01 PM
ბოსტნეულის სალათა კრევეტებით/bostneulis salata krevetebiy(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ცალი კიტრი
5 ცალი პამიდორი ჩერი
1 ცალი სტაფილო
200 გრამი გასუფთავებული და მოხარშული კრევეტები
20 გრ. ნაღების კარაქი
20 გრ. მაგარი ყველი
2-3 ს/კ თეთრი, მშრალი ღვინო
2 ნაჭერი თეთრი პური
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ს/კ ლიმონის წვენი
1 კონა სალათის ფოთლები ნახევარი კონა კამა მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
 ~ მომზადების წესი ~
1. სალათის ფურცლები გარეცხეთ ცივი წყლით და ხელით დააქუცმაცეთ თეფშზე. თხელ ზოლებად დააჭერით კიტრი. ზემოდან მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი პამიდორები. დაამატეთ თხელ ზოლებად დაჭრილი სტაფილო. თხლად დაჭერით ყველი და დაამატეთ სალათს.
2. გამოაშრეთ პური ტოსტერში, მოაშორეთ ქერქი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ზემოდან მოაყარეთ სალათს.
3. შეწვით კრევეტები მსუბუქად ნაღების კარაქში, მოასხით თეთრი ღვინო და მოშუშეთ 1 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სალათს მომზადებული კრევეტები და წვრილად დაჭრილი კამა. მოაყარეთ მარილი, ახლად დაფქული შავი წიწაკა, ქუნჯუთის კაკალი, მოასხით მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი. სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს სალათა მაიონეზითაც მოამზადოთ

კატეგორია: სალათები | ნანახია: 833 | დაამატა: balu | ტეგები: Kulinaria, თევზეული, salatas momzadeba, სალათები რეცეპტები, tevzeuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.