Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 15 » გამომცხვარი ორაგული /gamomcxvari oraguli (kulinaria, receptebi)
6:30 PM
გამომცხვარი ორაგული /gamomcxvari oraguli (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 კბილი ნიორი
2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
3/4 ჩაის კოვზი გამხმარი რეჰანი
1/2 ჩაის კოვზი მარილი ან უფრო მეტი გემოვნებით
1 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი ოხრახუში
2 ფილე ორაგული
 ~ მომზადების წესი ~
1. დააქუცმაცეთ 2 კბილი ნიორი. დაჭერით იმდენი ოხრახუში, რომ გამოგივიდეთ 1 სუფრის კოვზი.
2. ჩაასხით ზეითუნის ზეთი საშუალო ზომის თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ოხრახუში. ჩაყარეთ გამხმარი რეჰანი, მარილი და შავი წიწაკა. ბოლოს ჩაასხით ახლადგამოწურული ლიმონის წვენი და ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
3. მოათავსეთ ორაგულის ფილე პატარა კონტეინერში(გააცალეთ კანი თევზის მძაფრი გემოს შესამცირებლად) და მოასხით მომზადებული მარინადი. გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და შედგით მაცივარში 35-45 წუთით. იმისათვის, რომ თევზი კარგად გაიჟღინთოს, ხშირ-ხშირად გადააბრუნეთ ხოლმე.
4. გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე (375F). დაალაგეთ თითოეული ფილე იმხელა ალუმინის ფოლგაზე, რომ ეყოს შესაფუთად. დაალაგეთ შეფუთული მარინირებული ორაგულის ფილეები საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 35-45 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!
ნუტრიცია: კალორიები: 613კ.კალ. ქოლესტერინი: 65მგ. ცხიმები: 50გ. პროტეინი/ცილა: 36.3გ.

კატეგორია: თევზეული | ნანახია: 978 | დაამატა: balu | ტეგები: Kulinaria, tevzeuli, gurmania, თევზეული, კულინარია რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.