Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის/gemrieli sadili mteli ojaxisatvis(kulinaria, receptebi)
4:48 PM
გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის/gemrieli sadili mteli ojaxisatvis(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კგ. ფარში (შერეული)
1 ც. კვერცხი
ბრინჯი ნიორი ოხრახუში, ქინძი, ნიახური ხმელი ქონდარი, ქიძის სუნელი, უცხო სუნელი აჯიკა პილპილი, მარილი, წიწაკა, შაქარი ტომატ-პასტა ხახვი დაფნის ფოთოლი
~ მომზადების წესი ~
1. შერეულ ფარშს დავამატოთ პილპილი, მარილი, ხმელი ქონდარი, ნახევარი(პატარა) ყავის ჭიქა ბრინჯი; ასევე დავამატოთ 4 დიდი თავი გატარებული ხახვი, გატარებული ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა ოხრახუში, 3-4 ღერი ნიახური, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა ქინძის სუნელი და 1 ცალი კვერცხი. კარგად ავზილოთ ხელით, შემდეგ კი გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები და კარგად შევწვათ ზეთიან ტაფაზე. დაახლოებით 70 გუნდა მაინც გამოდის
. 2. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ 1 თავი ხახვი და დავამატოთ 2 ს.კ. ტომატ-პასტა. ჩავაჭყლიტოთ 4 კბილი ნიორი, 1.5 ჩ.კ. ქინძის სუნელი, 1.5 ჩ.კ. უცხო სუნელი, ნახევარი ჩ.კ. მარილი, ნახევარი ჩ.კ. შაქარი და ცოტა აჯიკა (უმჯობესია მშრალი).
3. ქვაბში ჩავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. როდესაც წყალი წამოდუღდება, შიგნით ჩავუშვათ სუნელებიანი მასა, 2 დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ბრინჯი, შემწვარი გუფთები; ასევე ჩავამატოთ პილპილი და დაფქვილი წითელი წიწაკაც. წვენს გავუსიჯოთ გემო, თუ მარილი აკლია, ჩავამატოთ, შემდეგ კი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ეს ყველაფერი წამოდუღდება, გავაჩეროთ კიდევ ნახევარი საათით და გამორთვისას ვუქნათ დაჭრილი ცოცალი ქინძი.
 

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 1173 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, xorciani kerzebi, რეცეპტები, Kulinaria, gufta, გუფთა, სამზარეულო, ხორცეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.