Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 15 » ქაშაყი ბოსტნეულით/qashayi bostneulit (kulinaria, receptebi )
6:23 PM
ქაშაყი ბოსტნეულით/qashayi bostneulit (kulinaria, receptebi )

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ცალი დამარილებული ქაშაყი
2-3 ცალი მოხარშული კარტოფილი
1-2 ცალი მჟავე კიტრი
1-2 თავი ხახვი
1 ცალი მოხარშული სტაფილო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი მოხარშული კვერცხი
2-3 ს.კ. მწვანე ბარდა (დაკონსერვებული)
2 ს.კ. მაიონეზი
2 ს.კ. არაჟანი
მწვანე ხახვი სურვილისამებრ

~ მომზადების წესი ~
1. მოხარშული კარტოფილი და მჟავე კიტრი დაჭერით წვრილად; ხახვი – რგოლებად. მოხარშული სტაფილო გახეხეთ. ბულგარული წიწაკა დააქუცმაცეთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად. მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად
. 2. დამარილებულ ქაშაყს გადაავლეთ წყალი. შეძლებისდაგვარად მოაცალეთ ფხები და დააქუცმაცეთ.
3. სალათის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ. ჩაუმატეთ მწვანე ბარდა. მოასხით მაიონეზისა და არაჟნის ნარევი. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ. კერძი სურვილისამებრ გააფორმეთ დაჭრილი მწვანე ხახვით.

კატეგორია: თევზეული | ნანახია: 1059 | დაამატა: balu | ტეგები: Kulinaria, რეცეპტები, tevzeuli, თევზეული, salatas momzadeba, სალათების მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.