Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 10 » ქათმის ღვიძლი ნიგოზში/qatmis gvizli nigozshi(kulinaria, receptebi)
5:34 PM
ქათმის ღვიძლი ნიგოზში/qatmis gvizli nigozshi(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ქათმის ღვიძლი
2 დაფნის ფოთოლი
5 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
400 მილილიტრი წყალი
3 სუფრის კოვზი ზეთი
1 ჩაის კოვზი შავი წიწაკის მარცვლები
200 გრამი ნიგოზი
2 კბილი ნიორი
70 გრამი კარაქი
1 თავი წითელი ხახვი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი ნახევარი ბროწეულის მარცვლები მარილი გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. მოათავსეთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე. ჩაუმატეთ წყალი, ძმარი, ზეთი, დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები. დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე არ დაშრება.
2. ამასობაში ერთად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და მარილი.
3. თხლად დაჭერით ხახვი(ცოტა კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ) და ჩაუმატეთ ქათმის ღვიძლს კარაქთან და სუნელებთან ერთად. შეურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ ტაფა თავსახურის გარეშე 3 წუთის განმავლობაში.
4. ჩაუმატეთ დანაყილი მასა, შეურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
5. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით, ხახვის რგოლებით და გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 1412 | დაამატა: balu | ტეგები: ქათმის ღვიძლი, Kulinaria, receptebi, ქათმის კერძები xorceuli, qatmis kerzebi, ხორცეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.