Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 12 » ქათმისა და სოკოს ფენოვანი ღვეზელი /qatmisa da sokos fenovani gvezeli (kulinaria, receptebi)
1:58 PM
ქათმისა და სოკოს ფენოვანი ღვეზელი /qatmisa da sokos fenovani gvezeli (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ს/კ მცენარეული ზეთი
8 ცალი ძვალ და კან გაცლილი ქათმის ბარკალი
8 ფენა შებოლილი ბეკონი, დაჭრილი დიდ ნაჭრებად
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
250 გრ. სოკო შამპინიონი (ქამა)
1 კონა ქონდარი
2 ს/კ ფქვილი
400 მლ. ქათმის ნახარში
200 მლ. რძე
500 გრ. მზა ფენოვანი ცომი
1 ცალი კვერცხი
, ათქვეფილი მარილი გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ზეთი დიდ, უკრობი ძირის ტაფაზე. შეკმაზეთ ქათმის ხორცი გემოვნებით და შეწვით 5-8 წუთის განმავლობაში, სანამ მოყავისფრო ოქროსფერს არ მიიღებს, პერიოდულად გადააბრუნეთ. შესაძლოა შეწვა ორ პარტიად მოგიწიოთ, ეს დამოკიდებულია თქვენი ტაფის ზომაზე
. 2. გადაიტანეთ ქათმის ხორცი თეფშზე და ამჯერად ტაფაზე დაჭრილი ბეკონი დაყარეთ. შეწვით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ბეკონი ხრაშუნა არ გახდება. დაუმატეთ ხახვი, სოკო და ქონდარი, აურიეთ და შეწვით მაღალ ცეცხლზე მომდევნო 3 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი ოქროსფრად არ შეიფერება. შემდეგ მოაფრქვიეთ ზემოდან ფქვილი და ურიეთ 1 წუთი
. 3. დროებით გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ქათმის ნახარში და თან ურიეთ, მსგავსად დაამატეთ რძეც, ბოლოს კი დააბრუნეთ ტაფაში შემწვარი ქათამი და ხელახლა დადგით ცეცხლზე. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე (დაახლოებით 20×30 სმ ზომის) და დადგით გასაგრილებლად
. 4. გააცხელეთ ღუმელი 220°C-მდე. მზა ცომი თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, შემოაჭერით ზედმეტი კიდეები საცხობი ფორმის პროპორციულად და ზემოდან კოხტად გადააკარით მასში მოთავსებულ მასას. გვერდებზე ცომი ლამაზად დავაფიქსიროთ და ზედმეტი ნაწილი დანით შემოვაჭრათ. მსუბუქად გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ ამოიწევს და დაიბრაწება მოყავისფრო-ოქროსფრად. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 890 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, gvezeli, receptebi, ცომეული, comeuli, ღვეზელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.