Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » ქლიავისა და ნუშის ხრაშუნა ნამცხვარი/qliavisa da nushis xrashuna namcxvari(kulinaria,receptebi)
4:29 PM
ქლიავისა და ნუშის ხრაშუნა ნამცხვარი/qliavisa da nushis xrashuna namcxvari(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
250 გრ. კარაქი (უნდა იყოს ძალიან ცივი)
225 გრ. შაქარი
300 გრ. გატარებული ნუში
140 გრ. ფქვილი და დამატებით კიდევ 25 გრ
. 2 კვერცხი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
დაახლოებით 6 ქლიავი, უკურკო და 6 ნაჭრად დაჭრილი
50 გრ. ნუშის ფანტელი
 ~მომზადების წესი~
1. გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტი (კალკა) 20X30 სმ ზომის საცხობ ლანგარს
. 2. მოათავსეთ კარაქი, შაქარი და გატარებული ნუში სამზარეულოს კომბაინში. თქვიფეთ მანამ, სანამ დაფშვნილ ორცხობილას არ დაემსგავსება. ნარევის ნახევარი კოვზით თასში გადაიტანეთ და გადადგით.
3. კომბაინში დარჩენილ მეორე ნახევარს დაამატეთ 140 გრამი ფქვილი და თქვიფეთ ცომის მიღებამდე. მოათავსეთ ცომი საცხობ ლანგარზე და მოასწორეთ კოვზის ზურგით. აცხვეთ 15–20 წუთით, სანამ არ დაიბრაწება. გააგრილეთ 10 წუთით
. 4. შიგთავსის გასაკეთებლად, შემონახული ნარევი კვლავ კომბაინში მოათავსეთ (თავზე მოსაყრელად შეინახეთ რამდენიმე კოვზი). დაამატეთ კვერცხი, 25 გრამი ფქვილი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი, თქვიფეთ რბილი ცომის მიღებამდე. მოასხით თავზე გამომცხვარ ფენას
. 5. თავზე მოალაგეთ ქლიავის ნაჭრები, დარჩენილი შაქარი და დარიჩინი. აცხვეთ 20 წუთით. შემდეგ მოაყარეთ მოსართავად შენახული რამდენიმე კოვზი შაქრისა და ნუშის ნარევი და ნუშის ფანტელები. აცხვეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში ან ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დაჭრამდე ლანგარზევე გააცივეთ
.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1012 | დაამატა: balu | ტეგები: ტკბილეული, ნამცხვრები, Kulinaria, რეცეპტები, tkbileuloba, namcxvrebi | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.