Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » კოკა-კოლას მუსი /koka kolas musi (kulinaria, receptebi )
1:20 PM
კოკა-კოლას მუსი /koka kolas musi (kulinaria, receptebi )

რეცეპტის ინგრედიენტები:
100 გრ. შავი შოკოლადი
3 პაკეტი ჟელატინი
1 ცალი კვერცხი+1 ცალი კვერცხის გული
65 გრ. შაქარი
250 მლ. კოკა-კოლა
200 მლ. ნაღები (30%)
ათქვეფილი ნაღები მოსართავად
 ~ მომზადების წესი ~
1. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი, პაკეტზე მითითებული ნორმების მიხედვით
. 2. მდუღარე წყლის ორთქლზე (ნელ ცეცხლზე შემოდგით ქვაბი წყლით და ზემოდან ჯამი მოათავსეთ) ათქვიფეთ კვერცხი მეორე კვერცხის გულთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. გადმოდგით.
3. წყლის ორთქლზე გაალღვეთ ჟელატინიც და ჩაუმატეთ კვერცხის მასას.
4. წყლის ორთქლზე, ცალკე ჯამში, გაალღვეთ შოკოლადიც ან გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. დაუმატეთ კვერცხის მასას და შეურიეთ.
5. მიღებული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, ფრთხილად დაუმატეთ კოკა-კოლა და აურიეთ. ჩაასხით მაღალყელიან ჭიქებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.
6. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

კატეგორია: სასმელები | ნანახია: 868 | დაამატა: balu | ტეგები: wvenebi, sasmelebi, წვენები, Kulinaria, რეცეპტები, სასმელები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.