Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 12 » კურდღელი ბოსტნეულში/kurdgeli bostneulshi(kulinaria, receptebi)
11:57 AM
კურდღელი ბოსტნეულში/kurdgeli bostneulshi(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი კურდღლის ხორცი
300 გრამი პამიდორი
100 გრამი ბულგარული წითელი
30 გრამი ტომატი
100 გრამი მწვანე ბულგარული წიწაკა
100 გრამი ხახვი
15 გრამი ნიორი
2 ცალი მწვანე წიწაკა
30 გრამი ქინძი
20 გრამი მარილი
100 გრამი ზეთი
50 გრამი კარაქი
1 ჭიქა წყალი
~ მომზადების წესი ~
1. კურდღელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად
2. ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარაქი და დავაწყოთ კურდღლის ნაჭრები. შევწვათ მსუბუქად, ორივე მხრიდან და დავამატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული. დავამატოთ ქინძი, გახეხილი ნიორი, მწვანე წიწაკა და მარილი გემოვნებით. დავახუროთ სახურავი, ჩავშუშოთ ბოსტნეული სანამ არ ჩარბილდება და წვენს არ გამოუშვებს.
3. დავამატოთ ერთი კოვზი ტომატი, ერთი ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ მომზადებული მასა. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ და გადმოვიტანოთ სასურველ ჭურჭელში. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 825 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, xorciani kerzebi, receptebi, ხორცეული ხორცის კერძები, კურდღლისაგან მომზადებული კერძები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.