Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » ლაიმის ნამცხვარი ქოქოსით /laimis namcxvari qoqosit (kulinaria, receptebi)
1:38 PM
ლაიმის ნამცხვარი ქოქოსით /laimis namcxvari qoqosit (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
ცოტაოდენი გამდნარი კარაქი (საცხობ ლანგარზე წასასმელად)
200 გრ (1+1/3 ჭიქა) გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლითა და მარილით
155 გრ (3/4 ჭიქა) შაქრის პუდრა
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
 65 გრ (1 ჭიქა) გახეხილი ქოქოსი (ფანტელი)
150 გრ კარაქი, გამდნარი
3 კვერცხი
125 მლ (1/2 ჭიქა) ახალი ლაიმის წვენი
1 სუფრის კოვზი კარგად გახეხილი ლაიმის ქერქი
 ~ მომზადების წესი ~
1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე. წაუსვით ცოტაოდენი გამდნარი კარაქი 18 სმ. კვადრატული ფორმის ლანგარს. დააფინეთ საცხობი ქაღალდი, რომელიც არ იკრავს ისე, რომ კიდეები ლანგრის გარეთ იყოს
. 2. გათქვიფეთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და 50 გრ. (2/3 ჭიქა) ქოქოსი (სამზარეულოს კომბაინში 20 წამის განმავლობაში). დაამატეთ 150 გრ. კარაქი, კვერცხი, ლაიმის წვენი და ლაიმის ქერქი. კარგად ათქვიფეთ.
3. მიღებული მასა დაასხით ლანგარზე და მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 40 წუთი. მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსი და აცხვეთ კიდევ 10 წუთი ან მოათავსეთ ცენტრში ჩხირი და როდესაც სუფთას ამოიღებთ, ცხობაც დასრულებულია. გადადგით 5 წუთით გასგრილებლად. გადაიტანეთ ცხაურზე სრულად გასაცივებლად
. კვებითი ღირებულება: ენერგია 516 კკალ ცხიმი 30 გრ ნახშირწყლები 51 გრ ცილები 8 გრ
 

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1097 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, დესერტები, Kulinaria, receptebi, namcxvrebi, კელინარია, ნამცხვრების რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.